გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვენესუელის შესახებ რეზოლუციის რუსულ პროექტს მხარი არ დაუჭირა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვენესუელის შესახებ რეზოლუციის რუსულ პროექტს მხარი არ დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვენესუელის შესახებ რეზოლუციის რუსულ პროექტს მხარი არ დაუჭირა.

დოკუმენტის წინააღმდეგ 15-წევრიანი საბჭოს შვიდმა წევრმა მისცა ხმა, ოთხმა კი თავი შეიკავა. რუსეთის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტს მხარი თავად რუსეთმა, ჩინეთმა, ეკვატორულმა გვინეამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ დაუჭირეს.

დოკუმენტში მოსკოვი პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების გზად ე.წ. მონტევიდეოს მექანიზმის ამოქმედებას სთავაზობს, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას გულისხმობს.

დღესვე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს ვენესუელის შესახებ რეზოლუციის აშშ-ის პროექტი, რომელსაც რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს.