გაერო-ს უშიშროების საბჭომ ქერჩის სრუტეში არსებულ ვითარებაზე რუსეთის რეზოლუცია დაბლოკა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ქერჩის სრუტეში არსებულ ვითარებაზე რუსეთის რეზოლუცია დაბლოკა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ქერჩის სრუტეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია დაბლოკა.

დოკუმენტის წინააღმდეგ შვიდმა წევრმა დააფიქსირა პოზიცია, მათ შორის აშშ-მ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნით, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების ფონზე დაინიშნა.

საბჭოს მუდმივმა წევრებმა საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, პოლონეთმა, შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთს მოუწოდეს, გაათავისუფლოს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები.

ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციის გამო, ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ.