გაერო-ს უშიშროების საბჭო კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში კურორტ ვაროშას გახსნის გეგმას გმობს
გაერო-ს უშიშროების საბჭო კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში კურორტ ვაროშას გახსნის გეგმას გმობს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაგმო თურქეთის რესპუბლიკისა და კვიპროსელი თურქების გადაწყვეტილება კურორტ ვაროშას გახსნის თაობაზე. ორგანიზაციამ აქვე მათ ამ ცალმხრივი ქმედების დაუყოვნებლივ შეცვლისკენ მოუწოდა.

როგორც გაერო-ში აცხადებენ, აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს.

საკითხს უკვე გამოეხმაურნენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და აღნიშნეს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწოდება უსაფუძვლო პრეტენზიებს ემყარება და არ შეესაბამება კვიპროსის კუნძულის რეალობას.