გაერო-ს უშიშროების საბჭო ირანთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მომავალ კვირას განიხილავს
გაერო-ს უშიშროების საბჭო ირანთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მომავალ კვირას განიხილავს

გაერო-ს უშიშროების საბჭო ირანთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მომავალ კვირას განიხილავს. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან ბლოკმა განაცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა მოლაპარაკებები გააგრძელონ.

„ახლა მნიშვნელოვანია მოლაპრაკებების მაგიდასთან ყოფნა. მომავალ კვირას მე მონაწილეობას მივიღებ ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში, სადაც ირანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იქნება“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში, რომელიც ნიდერლანდების მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ბლოკმა აღნიშნა, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგია და შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ნიდერლანდები მზადყოფნას გამოთქვამს, იმუშავოს პარტნიორებთან ვითარების ნორმალიზებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.