გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - არ დაუშვათ ევროპის კონტინენტზე კიდევ ერთი რკინის ფარდის დაშვება
არ დაუშვათ ევროპის კონტინენტზე კიდევ ერთი რკინის ფარდის დაშვება, – ამის შესახებ ბელარუსში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, ანაის მარინმა ჟენევაში, საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
გაერო-ს მომხსენებლის თქმით, საზღვრების ჩაკეტვა საერთაშორისო შემოწმებას შეუძლებელს გახდის.
„დღემდე 10 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ძალადობრივად დაპატიმრებული მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. ამას ემატება აპრილში განხორციელებული დარბევის შემდეგ დაკავებული 1 500-ზე მეტი ადამიანი. მათი უმეტესობა ახლა თავისუფალია და მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და გააუქმონ ყველა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება მათ წინააღმდეგ, ვინც თვითნებურად დაკავებულია“, – აღნიშნა ანაის მარინმა.
გაერო-ში ამბობენ, რომ ბელარუსიდან იყო ბრალდებები გაუპატიურებაზე, ასევე ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების სხვადასხვა ფორმაზე.