გაერო-ს სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან და რუსეთთან 250-მდე კომპანია დააფუძნა
იაპონური გამოცემა Sankei Shimbun-ის ინფორმაციით, ოფიციალური ფხენიანი გაერო-ს აკრძალვების გვერდის ავლით, უცხო ქვეყნებთან ბიზნესს აწარმოებს. გამოცემა წერს, რომ ბიზნეს-ურთიერთობები ჩრდილო კორეას ძირითადად, ჩინეთთან აქვს. საუბარი ეხება სხვადასხვა სფეროში მომუშავე 215 კომპანიას.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთისა და რუსეთის გარდა, არსებობს სინგაპურთან და ავსტრალიასთან ერთად შექმნილი კომპანიებიც. ერთობლივი წარმოების სრული სია გაერო-ს ანგარიშში იქნება წარმოდგენილი.
ჩრდილო კორეის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციებია დაწესებული, რაც ფინანსურ სანქციებს, იარაღის ემბარგოსა და სარაკეტო საწვავის განთავსების აკრძალვას გულისხმობს. ასევე შეზღუდვები მოქმედებს ჩრდილო კორეულ რკინაზე, ქვანახშირსა და ზღვის პროდუქტებზე. ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები ბოლოს, გასული წლის 22 დეკემბერს გამკაცრდა. მაშინ გაერო-მ სანქციები ჩრდილო კორეის ნედლ ნავთობს დაადო.