ადამიანური განვითარების ინდექსით, საქართველო ზედიზედ მესამედ „ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების“ ჯგუფში მოხვდა
გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანური განვითარების ინდექსით (HDI), საქართველო ზედიზედ მესამედ „ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების“ ჯგუფში მოხვდა.
ადამიანური განვითარების 2023-2024 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, წინა ანგარიშთან შედარებით, ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) შეფასება გაიუმჯობესა და 193 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის მე-60 ადგილს იკავებს.
საქართველოს ადამიანური განვითარების ინდექსის ზოგადი მაჩვენებელი 0,814-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ბულგარეთს, ნატო-ს წევრ ჩრდილოეთ მაკედონიას და ალბანეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეში – უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს.
UNDP-ის ადამიანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების განვითარებას სამი ძირითადი განზომილების მიხედვით აფასებს: სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობა, განათლებაზე წვდომა და ღირსეული ცხოვრების სტანდარტები.
ზოგად მაჩვენებელთან ერთად, HDI ისეთ პარამეტრებსაც აქცევს ყურადღებას, როგორებიცაა უთანასწორობა, გენდერული სხვაობები, მრავალგანზომილებიანი სიღარიბე და პლანეტაზე განხორციელებული წნეხი.