გაერო-ს პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილისა და ანტონიუ გუტერეშის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
გაერო-ს პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილისა და ანტონიუ გუტერეშის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

გაერო-ს პრესსამსახური გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა შეაქო საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის შესანიშნავი თანამშრომლობა, მათ შორის რეგიონში მდგრადი მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობის მხრივ. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ძლიერ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელოვანი მუშაობისადმი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.