გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საწვავის დეფიციტი თუ არ აღმოიფხვრება, ჰუმანიტარული ოპერაცია შეჩერდება
ღაზის სექტორში საწვავის დეფიციტი თუ არ შეწყდება, ამ შემთხვევაში ჰუმანიტარული ოპერაცია შეჩერდება.
ამის შესახებ, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ტომას უაითიმ განაცხადა.
„ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაცია შეჩერდება მომდევნო 48 საათში, რადგან საწვავი არ დაიშვება ღაზაში“, – წერს ტომას უაითი სოციალურ ქსელში.