გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებს სულ მცირე 25 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებს სულ მცირე 25 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
გაერო-ს ცნობითვე, 127 მშვიდობიანი მოქალაქე საჰაერო იერიშისა და გახსნილი ცეცხლის შედეგად დაშავდა.
გაერო-ში ასევე აღნიშნავენ, რომ არასაკმარისი მონაცემების გამო, ეს რიცხვები შესაძლოა, რეალური არ იყოს და დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მაღალი იყოს.