გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 1 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 800-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში.
გაერო-ს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 აპრილამდე უკრაინაში დაღუპულია 1 842 სამოქალაქო პირი, ხოლო 2 493 დაშავებულია. მსხვერპლთა შორის 148 ბავშვია.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ნაღმების გამო, სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლის დათვლა შეუძლებელია. ამასთან, დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, შეუძლებელია დაღუპულთა რაოდენობის დადგენა ოლქის ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად მარიუპოლსა და ვოლნოვახაში.