გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე 816 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან სულ მცირე 816 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 333 ადამიანი კი დაშავდა.
გაერო-ს ცნობით, მათი უმეტესობა მძიმე არტილეერიიდან და ზალპური ცეცხლის სისტემებიდან გახსნილ ცეცხლს, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა.
ამასთან, „როიტერი“ წერს, მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია, რადგან გაერო-ს მონიტორინგის სამსახურს ხელი არ მიუწვდება ალყაშემორტყმულ ქალაქებში, მათ შორის მარიუპოლში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე.