გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის შედეგად 3 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის შედეგად, 3 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი.
გაერო-მ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მოცემულია უკრაინის ომის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია.
ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 3 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 231 ბავშვი, ხოლო 3 451 დაშავდა.
„სამოქალაქო პირების დაღუპვისა და დაშავების მიზეზი უმეტესწილად გამოწვეული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით, მათ შორის მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების დაბომბვით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით“, – ნათქვამია მოხსენებაში.
გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში დაღუპულია 105 ადამიანი და დაშავებულია 417.
გაერო-ს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან ინტენსიური ბრძოლების გამო ცნობების მიღება გვიანდება.