გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა უკანონოდ, მათგან 77 გასამართლების გარეშე დახვრიტეს
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა უკანონოდ, მათგან 77 გასამართლების გარეშე დახვრიტეს.
გაერო-ს ცნობით, დაღუპულთაგან 72 მამაკაცი და ხუთი ქალია. კიდევ ერთი ადამიანი კი წამებასა და არაჰუმანურ პირობებში ყოფნის შედეგად დაიღუპა.
უკანონო დაკავებები მოიცავს წამებასა და არასათანადო მოპყრობას. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკანონო დაკავებები განახორციელა უკრაინამაც, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით ნაკლებია.