გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 3 752 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 250 ბავშვია
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 3 752 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 4 062 კი, დაიჭრა. გარდაცვლილთაგან 250 ბავშვია.
გაერო-ში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები ზუსტი არ არის და მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია, რადგან იმ ადგილებიდან, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.
კერძოდ, გაერო არ ფლობს სრულ ინფორმაციას მსხვერპლთა შესახებ მარიუპოლიდან, იზიუმიდან და პოპასნაიადან. მარიუპოლის მერის მონაცემებით, ქალაქში სულ მცირე 20 ათასი ადამიანია დაღუპული.