გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა 4,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა 4,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მონაცემებს ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი ავრცელებს.
ოფისის მონაცემებით, ყველაზე მეტი 2,6 მილიონი უკრაინელი პოლონეთში გადავიდა. უკრაინელთა დიდი რაოდენობა ასევე რუმინეთში, უნგრეთში, მოლდოვაში, რუსეთში, სლოვაკეთსა და ბელარუსში გადავიდნენ.
ამასთან, გაერო-ში აღნიშნავენ, რომ ომის დაწყების დღიდან 7,1 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული მიეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, რომლებიც ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებად ითვლებიან.