გაერო-ს მონაცემებით, ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილს იკავებს
გაერო-ს მონაცემებით, ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს განვითარების პროგრამის 2018 წლის ანგარიშში.
სიაში სულ 189 ქვეყანა და ტერიტორიაა შესული. რეიტინგის სათავეში ნორვეგია მოექცა, მას შვეიცარია და ავსტრალია მოსდევენ. ბოლო ხუთეული კი ასე გამოიყურება – ნიგერია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი, ჩადი და ბურუნდი.
ადამიანის განვითარების ინდექსის გამოთვლისას გათვალისწინებულია რამდენიმე კრიტერიუმი, მათ შორის, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, სახელმწიფოს მიღწევები ჯანდაცვასა და განათლებაში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და სხვა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რუსეთი რეიტინგში 49-ე პოზიციას იკავებს, თურქეთი – 64-ეს, აზერბაიჯანი მე-80-ს, სომხეთი – 83-ეს, უკრაინა – 88-ეს, მოლდოვა – 112-ეს.