გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოში 120 მილიონი ლტოლვილია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოში 120 მილიონი ლტოლვილია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მათგან 47 მილიონი ბავშვია, 2 მილიონი კი – ლტოლვილობაში დაბადებული. გაერო-ს ცნობით, 68 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია. 32 მილიონი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მანდატის დაცვის ქვეშ მყოფი პირია. 7 მილიონი – თავშესაფრის მაძიებელი, 6 მილიონი – საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირი, ხოლო 6 მილიონი პალესტინელი ლტოლვილია, რომლებიც ასევე გაერო-ს სააგენტოს დაცვის მანდატის ქვეშ იმყოფებიან. მათგან დაახლოებით 1.3 მილიონი პალესტინურ ტერიტორიებზეა.
ავღანეთი, სირია, ვენესუელა, უკრაინა და სამხრეთ სუდანი არის ის ხუთი ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ლტოლვილი გაედინება. მათი რიცხვი 26 მილიონს აღემატება.
კოლუმბია, გერმანია, ირანი, პაკისტანი და თურქეთი კი ის ხუთი ქვეყანაა, რომლებიც ყველაზე მეტ ლტოლვილს იფარებენ. მათი რიცხვი ამ ქვეყნებში 14.6 მილიონს შეადგენს.
120 მილიონი ლტოლვილიდან 47 მილიონი ბავშვია.
აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვი 39 მილიონს შეადგენდა, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 51 მილიონი იყო.
20 ივნისს ლტოლვილთა დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება.