გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინა ხუთ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

კერძოდ, გაერო-ს მონაცემებით, 24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინა 5 012 708 ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 12,1 პროცენტს შეადგენს.

გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის თქმით, უკრაინელთა უმეტესობა პოლონეთში გადავიდა, ნაწილი კი უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, რუსეთსა და ბელარუსში. გადასულთა 90 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან.

ამასთან, „სიენენი“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის აგრესიის გამო უკრაინაში სულ მცირე შვიდ მილიონ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლების მიტოვება, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულად იქცნენ.