გაერო-ს ინფორმაციით, მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია
გაერო-ს ინფორმაციით, მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია

გაერო-ს ინფორმაციით, მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია. გაერო-ს საკვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მსოფლიოში საკვების ფასები 30 პროცენტით გაიზარდა, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი მარცვლეულის და მცენარეული ზეთების გაძვირებაა.

მცენარეული ზეთის ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მას შემდეგ, რაც ოქტომბერში თითქმის ათი  პროცენტით გაიზარდა.

გაერო-ს ცნობით, მიწოდების შეფერხებები, საქონლის მაღალი ფასები, ქარხნების დახურვა და პოლიტიკური დაძაბულობა ხელს უწყობს ფასების ზრდას. მარცვლეულის ფასები წინა წელთან შედარებით 22 პროცენტით არის გაზრდილი.

ხორბლის ფასმა ერთ-ერთი მთავარი წვლილი შეიტანა ამ ზრდაში, თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა ბოლო 12 თვეში მას შემდეგ, რაც ძირითად ექსპორტიორებს, როგორიცაა კანადა, რუსეთი და აშშ – ცუდი მოსავალი ჰქონდათ.

ანგარიშის მიხედვით, მუშახელის დეფიციტი ხელს უწყობს საკვების წარმოებისა და ტრანსპორტირების ხარჯების გაზრდას. მიწოდების შეფერხებები ასევე ზრდის რძის ფასებს, რძის პროდუქტების ღირებულება გასულ წელთან შედარებით თითქმის 16%-ით გაიზარდა.

გაერო-ში აცხადებენ, რომ სურსათზე ფასების ზრდას, როგორც წესი, ყველაზე მწვავედ გრძნობენ ღარიბები, რადგან დაუცველი ჯგუფები კიდევ უფრო ღარიბდებიან და რომ ამან შეიძლება გაზარდოს სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობა.