გაერო-ს ინფორმაციით, მიგრანტების უმრავლესობა, რომლებიც იტალიამ არ მიიღო, სამშობლოში გაუპატიურებისა და წამების მსხვერპლი გახდნენ
მიგრანტების უმრავლესობა, რომლებიც იტალიამ არ მიიღო, სამშობლოში გაუპატიურებისა და წამების მსხვერპლი გახდნენ. აღნიშნული განცხადება გაერო-ს მიგრაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, აფრიკელი მიგრანტები სამშობლოში ორი წლის განმავლობაში კონტრაბანდისტებს ჰყავდათ დატყვევებული. ამ პერიოდში კი მათი უმეტესობა სექსუალური ძალადობის და წამების მსხვერპლი გახდა.
როგორც თავად მიგრანტები ყვებიან, ტყვეობაში ყოფნის დროს კონტრაბანდისტები მათი ოჯახებისგან თანხასაც ითხოვდნენ. იტალიელმა ექიმებმა კი ქალების შემოწმების დროს დაადასტურეს, რომ მათი უმეტესობა გაუპატიურებული იყო.
190 აფრიკელი მიგრანტი ხმელთაშუა ზღვაში 15 აგვისტოს გადაარჩინეს. მათი უმეტესობა სომალიდან და ერითრეადან არის. იტალიის ხელისუფლებამ ქვეყანაში დარჩენის უფლება მხოლოდ 40 მათგანს მისცა.
აღნიშნული პირებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. დანარჩენ 150 მიგრანტს კი იტალიის მხრიდან უარის მიღებისთვის 10-დღიანი ლოდინი მოუწია.
გაერო-ს მიგრაციის სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ლიბიაში ამ დრომდე ათასობით პირი კონტრაბანდისტების ტყვეობაშია.