გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ქაბულში ტერორისტული აქტი დაგმო. როგორც ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერმა განაცხადა, „ტერორისტული თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები“.
„ეს ინციდენტი ცხადყოფს ავღანეთში არსებული სიტუაციის არასტაბილურობას, მაგრამა ამავე დროს აძლიერებს ჩვენს მზადყოფნას, რომ ავღანელი ხალხის დახმარება განვაგრძოთ“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, გაერო-ს თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ არის.
ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შედეგად მედიის ცნობით, 40 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ამერიკელი სამხედროებიც.
როგორც აშშ-ში ვარაუდობენ, თავდასხმა ქაბულის აეროპორტთან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთში მოქმედი ფრთის წევრებმა მოაწყვეს.