გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხზე რეზოლუცია მიიღო
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხზე რეზოლუცია მიიღო. თუმცა პროფილურმა კომიტეტმა დოკუმენტის შესასრულებლად დაფინანსების გამოყოფაზე უარი თქვა.
დოკუმენტს მხარი 65 სახელმწიფოს წარმომადგენელმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 27, 70-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „რუსეთი უკანონოდ იღებს კანონებს და არალეგალურად ავრცელებს საკუთარ იურისდიქციას ყირიმზე“.
სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის წარმომადგენელმა რეზოლუციას პოლიტიკურად მოტივირებული და ფალსიფიცირებულ ფაქტებზე დაფუძნებული უწოდა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუცია წელს ზედიზედ მესამედ დაამტკიცა.