გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პალესტინის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს, „ისრაელმა 12 თვის განმავლობაში შეწყვიტოს უკანონო ყოფნა ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე“
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პალესტინის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს, „ისრაელმა 12 თვის განმავლობაში შეწყვიტოს უკანონო ყოფნა ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე“. ინფორმაცია ამის შესახებ გაერო-ს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 124-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 13 ქვეყანა, ხოლო 43-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა. რეზოლუცია მიესალმება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ივლისის საკონსულტაციო დასკვნას, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიებისა და დასახლებების ოკუპაცია უკანონოა და ისრაელის ძალები უნდა გავიდნენ.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მსოფლიო ლიდერების შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე დაამტკიცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას სიტყვით 26 სექტემბერს მიმართავენ. რეზოლუცია პირველია, რომელიც პალესტინის ადმინისტრაციამ ოფიციალურად წარადგინა, რადგან მან მოიპოვა დამატებითი უფლებები და პრივილეგიები მიმდინარე თვეში, მათ შორის გაერო-ს წევრებს შორის ადგილი სააქტო დარბაზში, და რეზოლუციის პროექტების შეთავაზების უფლება.