გაერო-ს გენერალური მდივანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებულ დაპირისპირებას გმობს და მხარეებს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას გმობს და მხარეებს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.
სპეციალური განცხადება გენერალური მდივნის პრესმდივანმა გაავრცელა.
„გენერალური მდივანი მოუწოდებს მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით სასწრაფოდ გადადგან ქმედითი ნაბიჯები, ასევე თავი შეიკავონ პროვოკაციული რიტორიკისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.