გაერო-ს გენერალური მდივანი - საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლის ბერკეტად უნდა გამოიყენოს „თალიბანის“ სურვილი, რომ მათი მთავრობა აღიარონ
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადება უნდა იყოს ერთიანი და გამოიყენოს ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ახლა არსებობს. ესაა „თალიბანის“ სურვილი, რომ მათი მთავრობა აღიარონ.
„გადამწყვეტია, რომ ავღანეთში იყოს ინკლუზიური მთავრობა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ყველა ის ეთნიკური ჯგუფი, რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში. აუცილებელია, რომ ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული, კერძოდ ქალების უფლებების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და ასევე, უნდა არსებობდეს ევაკუაციის უპრობლემოდ განხორციელების შესაძლებლობა. იმ ადამიანებს, ვისაც საფრთხე ემუქრებათ, ქვეყნის დატოვების საშუალება უნდა მიეცეთ. და ბოლოს, ავღანეთის ტერიტორია არასდროს უნდა იყოს გამოყენებული ტერორისტული ორგანიზაციების მიერ“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.