გაერო-ს გენერალური მდივანი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა მყისიერად უპასუხა გაერო-ს გენერალური მდივნის ინიციატივას რიგ საკითხებზე მორიგი კონტაქტის დამყარების შესახებ, მათ შორის უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მრავალი პრობლემის კატალიზატორი გახდა.
ლავროვის თქმით, მოსკოვი აფასებს გაერო-ს ინიციატივას გაიმართოს მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი და აღნიშნა, რომ გაერო-ს მრავალმხრივი პრინციპები უგულებელყოფილია დასავლეთისგან.
თავის მხრივ, ანტონიო გუტერეშის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მხარეებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ განსხვავებული ინტერპრეტაციები აქვთ, აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ცეცხლი და დამყარდეს მშვიდობა.
დღესვე გაერო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.