გაერო-ს გენერალური მდივანი ისრაელს მოუწოდებს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიაზე უარი თქვას
გაერო-ს გენერალური მდივანი ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსიაზე. ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიის ანექსირება საერთაშორისო სამართლის და გერო-ს ქარტიის ყველაზე სერიოზული დარღვევა იქნება.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოხსენება უშიშროების საბჭოს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე დაგეგმილ სხდომამდე გაუგზავნა. დოკუმენტში გუტიერეში ამბობს, რომ ისრაელის მიერ ანექსია ახალი მოლაპარაკებების, იმედებისა და საბოლოოდ ორი სახელმწიფოსთვის „დამანგრეველი“ იქნება.
„ეს დამღუპველი იქნება პალესტინელებისთვის, ისრაელელებისთვის და რეგიონისთვის“ – ამბობს გაერო-ს გენერალური მდივანი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ებრაული დასახლებების და იორდანეს ველის ანექსირების პროცესი შესაძლოა პირველ ივლისს დაიწყოს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვიდეოკონფერენციის ფორმატით შეხვედრა 24 ივნისს გაიმართება.