გაერო-ს გენერალური მდივანი „ჰამასს“ ისრაელზე თავდასხმების შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენერალური მდივანი „ჰამასს“ ისრაელზე თავდასხმების შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა „ჰამასს“ ისრაელზე თავდასხმების შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებისკენ.

„მე ვუმეორებ ჩემს მოწოდებას „ჰამასს“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს თავდასხმები და გაათავისუფლოს ყველა მძევალი“, – განაცხადა გუტერეშმა.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და „ორი სახელმწიფოს ხანგრძლივ ხედვას“ შეუძლია რეგიონში სტაბილურობის მოტანა.

გუტერეშის განცხადებით, ის „ღრმად შეშფოთებულია“ პალესტინის მხრიდან დაღუპულთა რიცხვითაც, რომელშიც ბევრი ქალი და ბავშვია.

გუტერეშის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მას ესმის „პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური წყენა“, ვერაფერი გაამართლებს ტერორის ქმედებებს, დასახიჩრებას, მკვლელობას და მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას.

„მე ძალიან შეწუხებული ვარ დღევანდელი განცხადებით, რომ ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას დაიწყებს და დატოვებს ელექტროენერგიის, საკვებისა და საწვავის გარეშე. ეს დაუშვებელია“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.