გაერო-ს გენერალური მდივანი - ერაყში თავდასხმა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტერორიზმს საზღვრები არ აქვს
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ ტერაქტში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს. აღნიშნულის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს სასიკვდილო თავდასხმა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტერორიზმს საზღვრები არ აქვს. გენერალური მდივანი კრიმინალების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გუტერეშმა აგრეთვე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ნათესავებს, ხოლო დაზარალებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
ერაყის დედაქალაქის ერთ-ერთ ბაზრობაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი დაშავებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.