გაერო-ს გენერალური მდივანი - „აზოვსტალში“ მყოფებს სჭირდება აპოკალიფსიდან გამოსაღწევი გზა
„აზოვსტალში“ მყოფებს სჭირდება აპოკალიფსიდან გამოსაღწევი გზა, – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა კიევში ვიზიტის დროს გააკეთა.
როგორც გუტერეში ამბობს, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გრძელდება დისკუსიები, რათა „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაცია მოხერხდეს.
„ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს სჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება. ბევრ ხანდაზმულს სჭირდება სამედიცინო დახმარება. მათ სჭირდებათ გამოსაღწევი გზა აპოკალიფსიდან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მიმდინარეობს ინტენსიური დისკუსიები, რომ ეს რეალობად იქცეს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან არ მინდა, ეს შესაძლებლობა გაქრეს“, – განაცხდა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მარიუპოლიდან და მათ შორის ქარხანა „აზოვსტალში“ მყოფი მოქალაქეების გამოყვანის პროცესში ჩაერთოს როგორც გაერო, ისე წითელი ჯვარი.