გაერო-ს გენერალური მდივანი ავღანეთის საკითხზე დღეს დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერიში ავღანეთის საკითხზე დღეს დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნულის შესახებ გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დუჯარიკმა განაცხადა.
„გენერალური მდივანი მიწვეულია G7-ის ვირტუალურ სამიტზე დასასწრებად. იგი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ერთიანობისკენ, რათა მაქსიმალური დაეხმარება გაეწიოს ავღანელ ხალხს“, – განაცხადა დუჯარიკმა.