გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა რუხის საავადმყოფოს რესპირატორები გადასცა
გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა რუხის საავადმყოფოს რესპირატორები გადასცა

გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა რუხის საავადმყოფოს რესპირატორები გადასცა.

როგორც საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, საქართველო კარგად ართმევს თავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

ლუიზა ვინტონი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა. მან საგანგებო შტაბს 1800 ცალი „kn95 რესპირატორი“ გადასცა. მიღებული რესპირატორები რუხის საავადმყოფოს გადაეცემა.

ლუიზა ვინტონმა სახელმწიფო რწმუნებულისგან რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ საქართველო კარგად ართმევს თავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ლუიზა ვინტონს გაწეული დახმარებისთვის მადლობა.