გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა რუხის საავადმყოფოს ელექტრონული თერმომეტრები და სანიტარული საშუალებები გადასცა
გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა რუხის საავადმყოფოს ელექტრონული თერმომეტრები და სანიტარული საშუალებები გადასცა

გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა რუხის საავადმყოფოს ელექტრონული თერმომეტრები და სანიტარული საშუალებები გადასცა.

ლუიზა ვინტონი ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ნინო ვიბლიანს შეხვდა, რომელმაც გაერო-ს პროგრამების ხელმძღვანელს რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პროევენციისთვის გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვინტონის განცხადებით, საქართველო კარგად ართმევს თავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, იმ შრომისა და თავდადებისათვის, რომელიც ამ პერიოდში გამოიჩინეს, მადლობა საქართველოს მთვრობას, რათა ფაქტობრივად, ჩვენ დღეს რაც საავადმყოფოში ჩამოვიტანეთ, იმდენად საჭირო არ არის. პრევენციული საშუალებებით ხერხდება, რომ მოსახლეობის ინფიცირება იყოს დაბალ მაჩვენებელზე. ჩვენ დღეს რუხის საავადმყოფოს გადავეცით ციფრული თერმომეტრები, ასევე სანიტარული საშუალებები“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.