გაერო-ს გამომძიებლების ანგარიში- იემენში დაპირისპირებული მხარეებისთვის დასავლეთის ქვეყნებიდან და ირანიდან შეიარაღების მიწოდებამ ომის დანაშაულის ნიშნები გააჩინა
იემენში დაპირისპირებული მხარეებისთვის დასავლეთის ქვეყნებიდან და ირანიდან შეიარაღების მიწოდებამ ომის დანაშაულის ნიშნები გააჩინა. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გაერო-ს გამომძიებლების ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის საჰაერო დაბომბვები შესაძლოა, ომის დანაშაულად იქნას მიჩნეული, ისევე როგორც ირანისგან მხარდაჭერილი ჰუსიტი მებრძოლების მიერ განხორციელებული მკვლელობები და სხვა დანაშაულები.
უკვე მესამე წელია, დამოუკიდებელი ექსპერტების პანელი ადგენს, რომ იემენის ომში ჩაბმულმა ყველა მხარემ დაარღვია საერთაშორისო სამართალი. სამმა ექსპერტმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში შესაძლო მიცემის მიზნით, იემენში შექმნილი ვითარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს.
2015 წელს დაწყებული ომს იემენში 100 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.