გაერო-ს ფონდმა ვენესუელას პირველი ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო. 9.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხა მცირეწლოვნების, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის საკვებისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფას მოხმარდება.
ნავთობით მდიდარ ვენესუელაში უკვე მრავალი წელია, ეკონომიკური კრიზისია. ჰიპერიმფლაციის, საკვებისა და სამედიცინო სერვისების დეფიციტის შედეგად, მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა. სამზე მეტი მილიონი მოქალაქე მეზობელ ქვეყანაში გაიქცა.