გაერო-ს ჟენევის რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელმა, ბორის ბონდარევმა უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ომი დაგმო და თანამდებობა დატოვა
გაერო-ს ჟენევის რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელმა, ბორის ბონდარევმა უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ომი დაგმო და თანამდებობა დატოვა

გაერო-ს ჟენევის რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელმა ბორის ბონდარევმა უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ომი დაგმო და თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ 41 წლის ბონდარევმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გენადი გატილოვის სახელზე დაწერილ წერილში განაცხადა და თანამდებობის დატოვება საერთაშორისო მედიასაც დაუდასტურა.

ამასთან, დიპლომატმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნდა და თავის კოლეგებსაც გაუზიარა.

ბორის ბონდარევმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი პოზიციის საჯაროდ გამოცხადება ახლა სავარაუდოდ ნიშნავს, რომ კრემლი მას მოღალატედ მიიჩნევს. ბონდარევი საკუთარ წერილში პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომს „სისხლიანსა და სულელურს“ უწოდებს და აღწერს მას, როგორც უკრაინელი ხალხისა და რუსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს.

წერილში ბონდარევი განმარტავს, რომ თავისი 20-წლიანი კარიერის დასრულება გადაწყვიტა, რადგან აღარ შეუძლია „ამ სისხლიან, უაზრო და აბსოლუტურად არასაჭირო სირცხვილში მონაწილეობა“.

„მათ, ვინც ჩაიფიქრა ეს ომი, მხოლოდ ერთი სურთ, შეინარჩუნონ ძალაუფლება სამუდამოდ. ამის მისაღწევად, ისინი მზად არიან, გაწირონ იმდენი სიცოცხლე, რამდენიც საჭირო გახდება. ათასობით რუსი და უკრაინელი უკვე დაიღუპა ამისთვის“, – წერს ბონდარევმა.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გადამდგარი რუსი დიპლომატი აღნიშნავს, რომ „უწყება უფრო მეტად დაინტერესებულია სიცრუესა და სიძულვილში, ვიდრე დიპლომატიაში“.