გაერო-ს დესპანი სირიის საკონსტიტუციო კომისიაზე მოლაპარაკებებს რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან გამართავს
სირიის საკონსტიტუციო კომისიის ფორმირებაზე გაერო-ს დესპანი მოლაპარაკებებს რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან სექტემბერში გამართავს. შეხვედრაზე კომისიის შემადგენლობის საბოლოო ვერსიაზე ისაუბრებენ.
საკონსტიტუციო კომისიამ სირიის ახალი კონსტიტუციის კანონპროექტი უნდა წარადგინოს. გაერო-ს დესპანმა სტაფან დე მისტურამ, რომელიც ორდღიან მოლაპარაკებებს რუსეთში ესწრება, ასადის მთავრობისგან და ოპოზიციისგან საკონსტიტუციო კომისიის წევრების სიები მიიღო.
შეხვედრები სექტემბრის დასაწყისში ჟენევაში გაიმართება.