გაერო-ს ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილი გადავიდა
გაერო-ს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ერთი მილიონი ლტოლვილი გადავიდა მეზობელ ქვეყნებში.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი ავრცელებს.
„სულ რაღაც შვიდ დღეში, ჩვენ უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ერთი მილიონი ლტოლვილის გადასვლის მოწმენი გავხდით. კიდევ მრავალი მილიონისთვის, უკრაინის შიგნით, დროა, შეჩერდეს სროლა, რათა სიცოცხლის გადამრჩენი, ჰუმანიტარული დახმარება შესაძლებელი გახდეს”, – ნათქვამია ფილიპო გრანდის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.