გაერო-ს ცნობით, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში ბავშვების ორ მესამედს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია
გაერო-ს ცნობით, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში ბავშვების ორ მესამედს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია

გაერო-ს ცნობით, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში ბავშვების ორ მესამედს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია.

აღნიშნულის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდ „იუნისეფის“ ხელმძღვანელმა, მანუელ ფონტენმა განაცხადა.

ფონტენმა, რომელიც რამდენიმე დღეს წინ უკრაინაში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა.

მისივე თქმით, მსგავსი ვითარება 31-წლიანი მუშაობის განმავლობაში არსად უნახავს.

ამასთან, გაერო-მ უკრაინაში 142 ბავშვის დაღუპვა დაადასტურა, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს საბოლოო რიცხვი არ არის და აუცილებლად გაიზრდება.