გაერო-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედრო ტრევის კინგი პატიმრობაში იმყოფება
ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ ამერიკელი სამხედრო ტრევის კინგი პატიმრობაში იმყოფება. ინფორმაციას კორეაში გაერო-ს სარდლობა ადასტურებს.
23 წლის რიგითმა ჩრდილოეთ კორეის საზღვარი 18 ივლისს ექსკურსიის დროს გადაკვეთა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ფხენიანის მიერ ინფორმაციის დადასტურება, შესაძლოა, ტრევის კინგის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად მზაობას გულისხმობდეს.