გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 119-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში გაერო-მ გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის კვლევაში საქართველო 128-ე პოზიციაზე იყო.
კვლევის ავტორები რეიტინგის შედგენისას შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებენ: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალურ მხარდაჭერას, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობას, მოქალაქეთა თავისუფლებას, კორუფციის დონეს.
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება – ფინეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია და ნიდერლანდები.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი სიაში 116-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 90-ზე, რუსეთი – 68-ზე, ხოლო თურქეთი – 79-ზე.
სიაში ბოლო ადგილს სამხრეთ სუდანი იკავებს.
20 მარტს მსოფლიოში ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, 2012 წელს დაწესდა.