გაერო-ს ანგარიში - მსოფლიოში სურსათის ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
მსოფლიოში სურსათის ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რადგან შავი ზღვის რეგიონში ომმა ძირითადი მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების ბაზრებზე შოკები გაავრცელა, – ამის შესახებ საუბარია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშში.
ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასულ თვეში სურსათის ფასების ინდექსი საშუალოდ 159.3 პუნქტს შეადგენდა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით 12.6 პროცენტით გაიზარდა.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიხედვით, 2022 წლის მარტის მონაცემები 2021 წლის მარტის მაჩვენებლებზე 33.6 პროცენტით მეტი იყო.
„უკრაინა და რუსეთი ძირითადი საკვები პროდუქტების მთავარი ექსპორტიორები არიან და ომმა მოსავლის წარმოება დააზარალა. მსოფლიოში ხორბლის დაახლოებით 30% მოდის უკრაინასა და რუსეთზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.