გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ თალიბები ავღანეთში მასობრივ ეგზეკუციებს ატარებენ
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ თალიბები ავღანეთში მასობრივ ეგზეკუციებს ატარებენ. მიშელ ბაჩელეტის თქმით, მას ამის დამადასტურებელი სანდო მტკიცებულებები აქვს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოსვლისას ბაჩელეტიმ ასევე განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ცნობებით, თალიბები არღვევენ ქალების უფლებებს და ახდენენ ბავშვების მეომრებად გადაბირებას.
ბაჩელეტიმ განაცხადა, რომ ქალების უფლებების დაცვა ავღანეთში საერთაშორისო საზოგადოებისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, შექმნას სპეციალური უწყება, რომელიც ავღანეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს გაუწევს მონიტორინგს.
გაერო-ს ადამიანის უფლებების ექსპერტები ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ თალიბები კვლავ აგრძელებენ აშშ-თან და ნატო-სთან დაკავშირებული ავღანელების ძებნას, ჩხრეკენ მათ სახლებს და ართმევენ ქონებას.