გაერო-ს 2030 წლის დღის წესრიგის იმპლემენტაციის თემაზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება
გაერო-ს 2030 წლის დღის წესრიგის იმპლემენტაციის თემაზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, დღეს თბილისში გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის თემაზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას, სადაც დიპლომატიური მისიების, სამეცნიერო წრეების, სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ისევე როგორც სხვა დაინტერესებულ მხარეებს, ეძლევათ საშუალება, იმსჯელონ იმპლემენტაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გამოცდილებებზე.

კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საერთაშორისო პარტნიორები – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN). კონფერენციას მხარდაჭერას უწევენ გრიგოლ რობაქიძისა და კავკასიის უნივერსიტეტები.

საერთაშორისო კონფერენცია დღეს საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში გაიხსნება, ხოლო შემდეგ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაგრძელდება. ღონისძიება ხვალ, 29 მაისს დასრულდება.