გაერო-ს 20-ზე მეტი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. მისი თქმით, გაერო-ს მაღალჩინოსნებიდან დაავადების დიაგნოზი მსოფლიოს სასურსათო საბჭოს ხელმძღვანელ დევიდ ბისლის დაუსვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თვითიზოლაციაში იმყოფება და სახლიდან მუშაობს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავრუსით ინფიცირებულთა რიცხვი 14 ათასს აჭარბებს. დაიღუპა 205 ადამიანი. ნიუ იორკში დაიღუპა 35 მოქალაქე.