გაერო-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა
გაერო-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა

პროექტის – „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად“ – ფარგლებში, გაერო-მ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს COVID 19 -ის მიერ გამოწვეული საჭიროებების საპასუხოდ დამცავი აღჭურვილობა გადასცა.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაძლევად.

პროექტის განხორციელებაში ჩართულია გაერო-ს რამდენიმე სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). პროგრამის თითოეული აქტივობა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს პასუხობს და ასევე, ეხმიანება გაეროს პრინციპს – „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“.

აღნიშნული დახმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ჩართულობით განხორციელდა.