გაერო-მ რუსეთი უკრაინაში ბავშვების მკვლელობისა და მათი უფლებების დარღვევისთვის „შავ სიაში“ შეიყვანა
გაერო-მ რუსეთი უკრაინაში ბავშვების მკვლელობისა და მათი უფლებების დარღვევისთვის „შავ სიაში“ შეიყვანა

გაერო-მ რუსეთი უკრაინაში ბავშვების მკვლელობისა და მათი უფლებების დარღვევისთვის ყოველწლიურ „შავ სიაში“ შეიყვანა.

როგორც უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ გაერო-ს ანგარიშშია ნათქვამი, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა და მათთან აფილირებულმა დაჯგუფებებმა გასული წლიდან მოყოლებული 480-მდე თავდასხმა განახორციელეს სკოლებსა და საავადმყოფოებზე. ამ ანგარიშის მიხედვით, თავდასხმების შედეგად 136 ბავშვი დაიღუპა და 518 დაშავდა.

ამავე ანგარიშში საუბარია, რომ გასული წლის განმავლობაში, კონფლიქტების ფონზე ბავშვთა მიმართ ძალადობა მსოფლიოს 24 ქვეყანაში გამოვლინდა და ამან 13 469 ბავშვი დააზარალა, მათ შორის 2 985 დაიღუპა. ასეთ ქვეყანათა სიაშია მიანმარი, სამხრეთ სუდანი, ცენტრალური საჰელის ქვეყნები, მათ შორის ბურკინა ფასო. ასევე, გაერო-ს მონაცემებით, ძალადობამ იმატა კოლუმბიაში, ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე, ლიბანში, ლიბიაში, მალიში, ნიგერიაში, სუდანსა და სირიაში.