გაერო-მ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს მოწოდებას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების გაფართოების შესახებ
გაერო-მ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს მოწოდებას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების გაფართოების შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი და სწრაფი მიწოდება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც წინა რეზოლუციის პროექტებს ვეტო დაადო, ახლა კენჭისყრაში თავი შეიკავა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია არც რუსეთს. რუსეთმა კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე წარადგინა შესწორება, თუმცა არ დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეზოლუციას გაეროში მანამდე ორჯერ უყარეს კენჭი, თუმცა ვერ დაამტკიცეს.