გაერო-მ ავღანეთიდან თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესსპიკერის თქმით, ისინი მუშაობას ყაზახეთიდან გააგრძელებენ. საუბარია 100-მდე უცხოელზე, რომელთა გაყვანა ავღანეთიდან დაწყებულია.
ამასთან, გაერო-ში აცხადებენ, რომ მზად არიან, დაეხმარონ ავღანელ ხალხს, როდესაც მათ ეს სჭირდებათ.
„ეს დროებითი გადაწყვეტილებაა. ეს ნაბიჯი მიმართულია ავღანელი ხალხისთვის დახმარების შეუფერხებლად მიწოდებისა და ამავდროულად, გაერო-ს პერსონალის წინაშე არსებული საფრთხის შესამცირებლად“, – განაცხადა გაერო-ს პრესსპიკერმა.
გაერო-ს ავღანეთში 300 უცხოელი და 3 000 ადგილობრივი თანამშრომელი ჰყავს.